суббота, 17 октября 2015 г.

დღე მერვე

  ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე ღილაკების მიმაგრება და წაშლა,გავაკეთეთ დავალებები რაც გვეკლდა.
  ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, დღეს ბატონმა დავითმა გადაგვიღო სამახსოვრო სურათები.

вторник, 13 октября 2015 г.

დღე მეშვიდე

     ბატონმა დავითმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა დავალებები.ყურადღება გავამახვილეთ შეფასებებზე (პროექტში შეფასების 6 განსხვავებული ვარიანტია საჭირო.)ასევე შეგვახსე-ნა პედაგოგმა როგორ ჩავალაგოთ Drive-ში ჩვენი ნამუშევრები.
    ტრენინგები უფრო მეტად საინტერესო და სახალისო გახდა,ბევრი ვისწავლეთ, ეს ყველაფერი ბატონი დავითის დამსახურებაა...

понедельник, 5 октября 2015 г.

დღე მეექვსე

   დღეს ბატონმა დავითმა გააკეთა პრეზენტაცია -საავტორო უფლებების შესახებ, ვფიქრობ საინტერესო იყო  (უფრო მეტად ყურადღება მივაქციე ისეთ საკითხებს,რაც სკოლაში გამომადგება.
    ჩვენს დრაივზე განვათავსეთ საქაღალდეები და დავსვით კაცუნები,გავაკეთეთ ჩამონათვალი, საქაღალდეებში რომელი ნამუშევრები უნდა ჩავდოთ.
    დღეს უფრო მეტად მოტივირებული ვიყავი,კარგად მომესმინა ,რადგან  მზია არ არის
და მომთხოვს ავუხსნა , რაც ვისწავლეთ.